ბმულები:

OXFORD INTERNATIONAL ART FAIR

Happy Holidays | Nina Torres Fine Art & Miami River Art Fair

ART EXPO / NY 2017

Saatchi Gallery
WORLD'S No 1 MUSEUM ON SOCIAL MEDIA

მოდერნ არტ გალერეები
ნიუიორკში:


მოდერნ არტ გალერეები
ლოს ანჯელესში:


მოდერნ არტ გალერეები
ბერლინში:


არტ გალერეები და ექსპო:


სხვადასხვა:


ნახატის არტ გალერეები:




მხატვართა გილდია არის პროფესიონალ მხატვართა კლუბი, რომლის მიზანია დაეხმაროს გილდიაში გაწევრიანებულ მხატვრებს თავიანთი ნამუშევრების რეალიზაციაში, თავიანთი შემოქმედების პოპულარიზაციაში და შემოქმედებითი გამოცდილების გაღრმავებაში.

კლუბი ასევე სთვაზობს თავის წევრ მხატვრებს რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მიღებას.

პროფესიონალ მხატვართა კლუბი მხატვრებს სთავაზობს კლუბის ვებსაიტით სარგებლობას, რომელსაც აქვს 2 ფუნქცია:

ფუნქცია 1: საინფორმაციო

  • გილდიის ვებსაიტით, თავის წევრ მხატვრებს შესთვაზებს საერთაშორისო პლენერებში, სიმპოზიუმებში და გამოფენებში მონაწილეობას, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. ინფორმაცია დაიდება საიტზე და თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება გილდიის ყველა წევრისათვის.
  • გილდიის ვებსაიტზე დაიდება საინტერესო ლინკები არტ ექსპოებზე, ხელოვნების ბაზრობებზე და მხატვრებისთვის მრავალი საინტერესო ინფორმაცია.
  • გილდიის ვებსაიტზე, გილდიაში გაწევრიანებულ მხატვარებისთვის შეიქმნება ინდივიდუალური ვებგვერდი
  • მხატვრის ინდივიდუალურ ვებგვერდზე განლაგდება საავტორო ნამუშევრების 10 ფოტო, მხატვრის ფოტო და მოკლე CV .
  • ნამუშევარზე მითითებული იქნება ზომა, ტექნიკა და ფასი

ფუნქცია 2:კომერციული

  • მხატვრის ინდივიდუალურ ვებგვერდზე მითითებული იქნება ყველა ნამუშევრის ფასი და მხატვრის საკონტაქტო ინფორმაცია: მობ. ნომერი და ელექტრონული ფოსტა - აქედან გამომდინარე, პოტენციური მყიდველი შეძლებს დაუკავშირდეს პირდაპირ ავტორს, ნამუშევრის ფასზე და გაყიდვაზე შესათანხმებლად - გაყიდული ნამუშევრის ღირებულების 100 % მიიღებს ავტორი.

კლუბის პარტნიორი ორგანიზაცია - სადაზღვევო კომპანია „არდი“ კლუბში გაწევრიანებულ მხატვრებს სთავაზობს:

  • ჯანმრთელობის დაზღვევის 22 ლარიან პაკეტს - 10 ლარად - სახელწოდებით „პიკასო“
  • მომსახურების ეს პაკეტი ამუშავდება იმის შემდეგ, როცა მოგროვდება პირველი 100 მხატვარი, რომელსაც ექნება სურვილი დაეზღვიოს და მიიღოს 10 ლარად პაკეტი „პიკასო“

კლუბის პარტნიორი ორგანიზაცია - „არტ სალონი“, კლუბში გაწევრიანებულ მხატვრებს სთავაზობს

  • 15 % ფასდაკლებას ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გასაფორმებელ ჩარჩოებზე, პასპარტუსა და მინაზე.

კლუბის პარტნიორი ორგანიზაცია - „ფოტოსამყარო“, კლუბში გაწევრიანებულ მხატვრებს სთავაზობს ფასდაკლებას:

  • რილოზე ბეჭდვა და ქვეჩარჩოზე გადაჭიმვა - 20 %
  • ფოტოანაბეჭდები დაკრული მყარ მასალაზე - 15 %
  • ფოტოანაბეჭდი - 20 %
  • ჩარჩოს დამზადება - 15 %

კლუბის პარტნიორი ორგანიზაცია - „Artkomas“-სი, კლუბში გაწევრიანებულ მხატვრებს სთავაზობს

  • ლიტვაში, ქალაქ კაუნასში, „Artkomas“-ის კუთვნილ სახელოვნებო რეზიდენციაში ერთ თვიან შემოქმედებით მივლინებას და რეზიდენციაში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვას.

კლუბის პარტნიორი ორგანიზაცია - მაღაზიათა ქსელი - "Super"-ი, კლუბში გაწევრიანებულ მხატვრებს სთვაზობს:

  • 10 % ფასდაკლებას "Super"-ის ქსელის მაღაზიებში თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და გორში.

კლუბის პარტნიორი ორგანიზაცია, - "Art Design"-ი, კლუბში გაწევრიანებულ მხატვრებს სთვაზობს:

  • 10 % ფასდაკლებას საღებავებზე და სხვა სახატავ მასალაზე "Art Design"-ის მაღაზიებში- მისამართი: სავაჭრო ცენტრი კიდობანი / მაღაზია # 84 და რუსთაველის გამზირი # 37ა . თან იქონიეთ კლუბის წევრობის დამადასტურებელი და ID ბარათები.

მხატვართს გილდიის პარტნიორი ორგანიზაცია - "საქართველოს ეროვნული მუზეუმი" მხატვრებს, რომლებიც სარგებლობენ გილდიის ვებ გვერდის მომსახურებით, სთავაზობს:

  • სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალ 10 მუზეუმში, ეროვნული გალერეაში, 4 სახლ-მუზეუმში და 2 სამეცნიერო კვლევითი ცენტრში უფასო შესვლას.

კლუბში გაწევრიანების წესები:

კლუბში გაწევრიანება შეუძლია ყველა პროფესიონალ მხატვარს - საიტის მომსახურების ყოველწლიური გადასახადი - 60 ლარი - ირიცხება გილდიის მიერ მითითებულ ანგარიშზე.+ ერთჯერადად 5 ლარი - გილდიის წევრობის დამადასტურებელი საბუთის (პლასტიკური ) დამზადებისათვის.

ყოველწლიური საწევროს გადახდის შემდეგ, ვებგვერდის მენიუში, გრაფა კონტაქტებში, მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე აგზავნით:

  • მხატვრის ფოტო
  • მხატვრის ზოგადი CV -ქართულად და ინგლისურად
  • მხატვრის მობ. ნომერი და ელ.ფოსტის მისამართი.
  • საავტორო ნამუშევრებს - 10 ცალი - მითითებული უნდა იყოს ზომები, მასალა და ფასი
ყოველივე ამის შემდეგ, ფოტოები აიტვირთება საიტზე (1 ან 2 დღეში) და თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ საიტის მომსახურებით, დაზღვევით და სხვა ფასდაკლებებით. ნებისმიერ კითხვაზე დამიკავშირდით : მობ. 5 71 709 757 ან facebook - ზე მესინჯერში

პატივისცემით : კლუბის თავმჯდომარე / გიორგი გუგუშვილი




ბავშთა გალერეაში ნახატების განთავსების წესი:


  1. წინასწარი გადასახადი - 40 ლარი
  2. თანხის გადახდა მხატვართა გილდიის ანგარიშზე - უნაღდო ანგარიშსწორებით
  3. აუცილებლად უნდა იყოს მითითებული - ბავშთა ნახატების გალერეა და ბავშვის სახელი და გვარი
  4. თანხის გადახდის შემდეგ, ვებგვერდის მენიუში, გრაფა კონტაქტებში, მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე აგზავნით შემდეგ ინფორმაციას:
  • ბავშვის სახელი, გვარი და ასაკი
  • ბავშვის ნახატების ხარისხიანი ფოტოები - 10 ცალი
  • ნახატის შესრულების წელი
  1. ყოველივე ამის შემდეგ ბავშვის ნახატები, 1-3 დღეში დაიდება საიტზე
  2. ნებისმიერ კითხვაზე დამიკავშირდით:
    მობ. 5 99 709 757 ან ელ ფოსტით.

P.S.

ბავშვების ნახატები საიტიდან მოიხსნება 1 ივნისის შემდეგ - წინა სეზონის გამარჯვებულების დაჯილდოების და ახალი კოლექციის მოგროვების დაწყებამდე