გოგი ხახუტაშვილი
გოგი ხახუტაშვილის შემოქმედება შეიძლება აღიწეროს ერთი სიტყვით - ფერი. თავის ნამუშევრებში მხატვარი ცდილობს ფერის ინტენსივობის და კონტრასტის მეშვეობით მნახველს გაუზიაროს ექსტატაციის ის ატმოსფერო, რომელიც ავტორს თან ახლავს ნამუშევრების შესრულებისას, ხოლო საქართველოს მდიდარი და ხალისიანი ბუნება ეხმარება მას ამ ამოცანების გადაწყვეტაში.